The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაჩი ქიტიაშვილი

ბაჩი ქიტიაშვილი
Date of birth:1 January, 1946
Date of death:8 April, 2016  (at 70 years)
Category:Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

გიტარაზე დაკვრა დაიწყო 14 წლის ასაკში, პედაგოგ ა. ი. კრამსკოისთან, ხოლო კლასიკური და ესპანურ–ლათინური სტილის დაკვრას ეუფლებოდა ვ. ხუციშვილთან; 1962 წელს ქარხნის კლუბის სარდაფში მისი თაოსნობითა და ხელმძღვანელობით შეიკრიბა ოთხი მუსიკოსი(ბ. ქიტიაშვილი, მ. დავითაშვილი, თ. შუბითიძე, რ. პეტრიაშვილი) და შეიქმნა ჯგუფი "ვარაზი", რომლის ბაზაზეც აღმოცენდა როკ–ანსამბლი "ბერმუხა"(ბ. ქიტიაშვილი, ვ. კოვზირიძე, ნ. ღვინიანიძე, ევ. გალუსტოვი); XX საუკუნის 60–იან წლებში როკ მუსიკამ ახალი სიტყვა თქვა მსოფლიო მუსიკალურ კულტურაში და ყოფაში, ხოლო "ბერმუხამ" ახალი სიტყვა თქვა არა მხოლოდ ქართულ პოპ–მუსიკაში, არამედ საბჭოთა საქართველოს გამოკეტილი ახალგაზრდობის ცხოვრებაშიც; ეს იყო ანსამბლი რომელმაც 60–70–იანელთა თაობაში გააძლიერა პროტესტი საბჭოთა რეალობის წინააღმდეგ;  მას არა მხოლოდ მუსიკალურ მოვლენად, არამედ სოციალურ–კულტურულ ფენომენად მიიჩნევდნენ; მან "რიტმ ენდ ბლუზის" ელემენტების შესატყვისად გადაამუშავა ქართული ხალხური სიმღერები: მეგრული "ნანა", "მარებელი", "გაფრინდი შავო მერცხალო", "ჩაკრულო", "მოხევის ქალო თინაო", "არწივი ვნახე დაჭრილი", "ჯანსულო"; ანსამბლი ასრულებდა აგრეთვე თანამედროვე როკ–ვარსკვლავებისა და ჯგუფების რეპერტუარს: ჯიმი ჰენდრიქსი, "როლინგ სთოუნზი", "ქვინი", "ლედ ზეპელინგი"; 1966 წლიდან დაიწყო ანსამბლ "ბერმუხას" კონცერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; 1990 წელს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აღინიშნა ბაჩი ქიტიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავი, 1997 წელს კი ანსამბლ "ბერმუხას" 30 წლისთავი; ქიტიაშვილს "ქართული როკის ლეგენდად", "ქართული როკის მამად" მოიხსენიებენ; გიტარისტი, როკ–ანსამბლ "ბერმუხას" დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 489


Share: