The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მამამთავრიშვილი

დავით მამამთავრიშვილი
Date of birth:30 May, 1905
Date of death:9 June, 1980  (at 75 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1929 წელს.

1942-1950წწ. მუშაობდა ჯერ ამიერკავკასიის ფრონტის, შემდეგ კი, 1950 წლამდე, ამიერკავკასიის სამხრედრო ოლქის მთავარ ქირურგად. 1950-1953წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორი, 1954 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის გამგე, ერთდროულად, 1954-1959წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ჯანდაცვის ორგანიზაციის, სისხლძარღვთა, სანაღვლე გზების, ნაწლავების, ჩიყვისა და მწვავე მუცლის ქირურგიული მკურნალობის, კუჭნაწლავისა და ძვლების სიმსივნეების, ანესთეზიოლოგიისა და ქირურგიული ენდოკრინოლოგიის საკითხებს. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1945).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.394; კომპანია "ავერსი": aversi.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.486-487

Member of Organizations

  • სკკპ , წევრი (1955-)

Awards and Honors

  • 1955 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: