შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ისმაილ იოვიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯიმასტარო, ქუთაისის მაზრა. სწავლობდა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში. 1904 წლის დასაწყისში ხელმძღვანელობდა სასწავლებლის მოსწავლეთა გაფიცვას. ამავე წელს მიატოვა სწავლა და რსდმპ კავკასიის კავშირის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის დავალებით ჯიმასტაროში მოაწყო გლეხთა სოლიდარობის წრე, სადაც ეწეოდა აგიტაციას, ავრცელებდა არალეგარულ ლიტერატურას. ჯიმასტაროში, გუმათში ოფიხეთსა და სხვა სოფლებში ხელმძღვანელობდა გლეხთა წითელ რაზმებს. 1905 წლის დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების დამარცხების შემდეგ თბილისში განაგრძო არალეგარული რევოლუციური მოღვაწეობა. 1918 წელს მონაწილეობდა თბილისის სტუდენტთა ბოლშევიკური ორგანიზაციის შექმნაში, 1918-1920 წლებში მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მუშაობდა სხვადასხა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ბრალად დაედო, რომ იყო მემარჯვენეთა კონტრევოლუციონერულ დივერსიულ-მავნებლური, ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი, კონტრევოლუციონერულ საქმიანობით დაკავშირებული იყო დასახელებული კონტრევოლუციონერულ ორგანიზაციის ხელმძღვანელ წევრებთან, სრულად იზიარებდა მემარჯვენეთა კონტრევოლუციონერულ ორგანიზაციის მითითებებს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეიარაღებული აჯანყების მომზადებასა და საბჭოთა მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერაქტების ჩატარების შესახებ. ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას. მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით. რევოლუციონერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5. თბ., 1980.- გვ. 195 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |