შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ქორთუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიხნი, გუდაუთის რაიონი. სწავლობდა მოსკოვის მუშფაკში, მცირე ხნით ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1935 წელს, პარალელურად თეატრალურ ინსტიტუტში. ბავშვობიდან გატაცებული იყო ხალხური სიმღერით; იყო ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი, სადაც ჩამოაყალიბა ხანდაზმულთა გუნდი; ამ უნიკალურ გუნდში გააერთიანა 100 წლის ასაკს გადაცილებული მოხუცები, რომელთა სიმღერა და ცეკვა აღბეჭდილია მოკლემეტრაჟიან კინოფილმში "სიჭაბუკე სიბერემდე"(რეჟისორი შ. ხომერიკი), ფილმის კონსულტანტი იყო ივანე ქორთუა; მთელი ცხოვრება აგროვებდა აფხაზურ ხალხურ სიმღერებს და გამოსცა კიდეც; თხზულებები, სიმღერები: "სანჭარა", "მონადირის სიმღერა", "პიონერული", საფორტეპიანო პიესა "ყიყლიყო მამალო"; თვითნასწავლი კომპოზიტორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 492 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |