Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ქუთათელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1927 წელს(ფილოლოგიური), თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1928 წელს, მოსკოვის კონსერვატორია 1934 წელს(ვოკალური), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(ვოკლაური). 1960–1983წწ. იყო თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" და თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი(ვოკალი), ვოკალური ფაკულტეტის დეკანი; 1931–1964წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ტენორი), 1957–1963წწ. დირექტორის მოადგილე; რეპერტუარი: 20–ზე მეტი პარტია, მათ შორის ქართული ოპერები: მოძახილი, გზირი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"), რატი(ზ. ფალიაშვილი "ლატავრა" II რედაქცია), ნიკო(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), კოტე(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ქვაბულიძე(ნ. სულხანიშვილი "პატარა კახი"), მეურმე(ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი"), ილია(შ. თაქთაქიშვილი "დეპუტატი"), ბაში–აჩუკი(ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი"), ვეფხია(შ. აზმაიფარაშვილი "ხევისბერი გოჩა"); სხვა რეპერტუარი: რუდოლფ გარას(როსინი "ვილჰელმ ტელი"), გასტონი, ჰერცოგი(ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ფაუსტი(გუნო "ფაუსტი"), გორო(პუჩინი "ჩიო–ჩიო–სანი"), დანკაირო(ბიზე "კარმენი"), ლენსკი, ისკრა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "მაზეპა"), თავადი(დარგომიჟსკი "ალი"), შუისკი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ლიკოვი(რიმსკი–კორსაკოვი "მეფის საცოლე"), სინოდალი(რუბინშტეინი "დემონი"), ვლადიმირ იგორევიჩი(ბოროდინი "თავადი იგორი"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 495
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |