The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯალილ მამედყულიზადე

ჯალილ მამედყულიზადე
Other name:მოლა ნასრედინი  (Pseudonym)
Date of birth:22 February, 1866
Date of death:4 January, 1932  (at 65 years)
Burial location:ბაქო
Category:Writer, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ნახჭევანი, აზერბაიჯანი.

სწავლობდა ნახჭევანში. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია 1887 წელს.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი პირველი მხატვრული თხზულებებია: პიესა "ჩაის სერვიზი"(1889) და მოთხრობების ციკლი "შემთხვევა სოფელ დანაბაშში" (1894). 1903 წელს ჩამოვიდა თბილისში. აქ თანამშრომლობდა აზერბაიჯანულ გაზეთში "შარგი რუსსა" და ამიერკავკასიის ბოლშევიკთა პირველ ლეგალურ ორგანოში "კავკაზსკი რაბოჩი ლისტოკ". 1906 წელს თბილისში დააარსა სატირულ-ილუსტრირებული ჟურნალი "მოლა ნასრედინი" (გამოდიოდა 1931 წლამდე, ხანგამოშვებით). ავტორია სოციალური და საზოგადოებრივი კონფლიქტების ამსახველი ანტირელიგიური კომედიისა "მიცვალებულნი" (1909), მოთხრობისა "სკოლა სოფელ დანაბაშში" (1921) და სხვა. 1920 წელს წავიდა ემიგრაციაში (თავრიზში). ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა საბჭოთა აზერბაიჯანში. აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.396


Share: