შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ქუმსიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ორხევი, ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრა (ახ. თიანეთის მუნიციპალიტეტი). 1905–1913წწ. სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლაში; დაამთავრა ქ. იალტის ნიკიტინის სახელობის მებაღე–მევენახეობის სასწავლებელი 1913 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო კონსერვატორია (ვოკალური). სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იმოგზაურა გერმანია–საფრანგეთში; დაბრუნების შემდეგ ერთი წელი ასწავლიდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სასწავლბელში; 1916 წელს გადმოსახლდა თბილისში; მღეროდა მ. კავსაძის გუნდში; 1924–1932წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; 1923 წელს შედგა დებიუტი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილი "დაისი"); 1932–1933წწ. ლენინგრადის ოპერის თეატრის სოლისტი; 1933–1936წწ. კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; 1937 წელს წარმატებით მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში; შესრულებული აქვს 46 საოპერო პარტია, მათ შორის ქართული: მალხაზი, აბესალომი, სტუმარი (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი", "სტუმარი", ჩანაწერი გრამფირფიტაზე), თეიმურაზი (ვ. დოლიძე "ლეილა", 1927, პრემიერა), რატი (ზ. ფალიაშვილი "ლატავრა", 1928, პრემიერა), ვახტანგი (ვ. დოლიძე "ცისანა", 1929, პრემიერა), შოთა რუსთაველი (დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ნიკო (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), წითელი ყაყაჩო (შ. თაქთაქიშვილი "განთიადი"), ქართული რომანსები; სხვა რეპერტუარი: რადამესი, ოტელო, მანრიკო (ვერდი "აიდა", "ოტელო", "ტრუბადური"), კანიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), კალაფი, კავარადოსი (პუჩინი "ტურანდოტი", "ტოსკა"), ხოზე (ბიზე "კარმენი"), რაული (მეიერბერი "ჰუგენოტები"), ელიაზარი (ჰალევი "რაქილი"), სამსონი (სენ–სანსი "სამსონ და დალილა"), გერმანი (ჩაიკოვსკი "პიკის ქალი"); რეპერტუარში იყო ქართველ, რუს და უცხოელ კომპოზიტორთა სიმღერები და რომანსები; თბილისში მის ბინაში გაიხსნა სახლ–მუზეუმი; ოპერის მომღერალი, დრამატული ტენორი. იყო აგრარული და თვითმმართველობის კომისიების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. ოკუპაციის დასრულების შემდეგ დარჩა საქართველოში. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 497; საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919 / ირაკლი ხვადაგიანი.-თბ.,2016.-გვ.404 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |