The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამია II გურიელი

Date of birth:15??
Date of death:1625
Category:Nobleman

Biography

გურიის მთავარი 1600-1625 წლებში, გიორგი II გურიელის ძე. მამია II გურიელს ცოლად ჰყავდა ჯერ ათაბაგის ასული, შემდეგ კი - კახთა მეფის თეიმურაზ I-ის ასული. ამ ნათესაურმა კავშირებმა და ოსმალეთის საშინაო კრიზისმა განაპირობა გურიის სამთავროს გაძლიერება. ამ დროს მამია II გურიელი მეფედაც კი იწოდებოდა. 1609 წელს მან ოსმალები განდევნა აჭარიდან და იგი გურიის სამთავროს შეუერთა. მას მხარს უჭერდა ოდიშის მთავარი. ამას მოჰყვა ომი ოსმალეთთან. ოსმალეთმა ეკონომიური ბლოკადით აიძულა მამია ზავი დაედო (იხ. გურია-ოსმალეთის შეთანხმება 1614). მამია II გურიელმა აჭარა დაკარგა და თურქეთის ხარკი იკისრა. აქტიურად მონაწილეობდა ქართველ მეფე-მთავართა ანტიირანულ კოალიციაში. 1618 წელს მამია გურიელმა რუსეთის მეფეს სთხოვა მფარველობაში მიღება, მაგრამ უშედეგოდ. იგი მოკლა შვილმა სიმონმა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.396


Share: