შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯამლეთ ტომარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1962 წელს. 1968-1980წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრაზე; მუშაობს საქართველოს მინისტრტა საბჭოში კომუნალური დარგის კურატორად; 1986 წლიდან მუშაობს საპროექტო ინსტიტუტში "საქკომუნმშენპროექტში", 1992-2010წწ. ინსტიტუტის დირექტორია; 1999 წელს დააფუძნა შპს "ეკოპროექტი"; მისი შრომები ძირითადად ეხება წყალსადენის ქსლებისა და სისტემების ჰიდრავლიკურ გაანგარიშებას, წყალსადენის სისტემებში ნაკადების ოპტიმალურ განაწილებას; გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი; ინჟინერ-მშენებელი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1976). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.817; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.527 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |