The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამია IV გურიელი

Date of birth:17??
Date of death:1784
Category:Nobleman, Royalty

Biography

გურიის მთავარი 1726-1756, 1758-1765, 1771-1776 წლებში, გიორგი IV გურიელის ძე. მიუხედავად ოსმალთა მოძალებისა, მამია IV გურიელმა აკრძალა ტყვეთა ყიდვა-გაყიდვა და 1748 სამხედრო დახმარება სთხოვა ერეკლე II-ს. 1756 წელს იგი სოლომონ I-მა გადააყენა და მთავრად მისი ძმა გიორგი დასვა. მამია ერეკლეს ეახლა, მისი შუამდგომლობითა და ახალციხის ფაშის დახმარებით ტახტი დაიბრუნა. მომდევნო ხანაში მამია IV გურიელი ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლი სოლომონ I-ის მხარეზე გამოდიოდა. მონაწილეობდა 1759 საეკლესიო კრებაში, 1757 წელს კი ხრესილის ბრძოლაში. 1765 წელს ოსმალებმა გადააყენეს და მთავრად გიორგი V გურიელი დასვეს. 1771 წელს სოლომონ I -მა ისევ გაამთავრა. 1776 წელს ტახტიდან გადააყენა გიორგი V გურიელმა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ396


Share: