Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამია V გურიელი![]()
Biographyგურიის უკანასკნელი მთავარი 1809-1826 წლებში, სვიმონ III გურიელის ძე. 1809 წელს რუსეთს მფარველობაში მიღება სთხოვა. 1810 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებით გურია ავტონომიური უფლებებით რუსეთის იმპერიაში შევიდა. ატარებდა ანტიოსმალურ პოლიტიკას. გარდაქმნა მმართველობის სისტემა, შემოიღო მკაცრი ანგარიშიანობა, დააწესა ბაზრობა ნაგომარში, ხელს უწყობდა შინამრეწველობის განვითარებას, ევროპული წეს-ჩვეულებების დანერგვას, ტექნიკური კულტურების (ინდიგო, რამი) გავრცელებას. დააარსა ქსენონი, წამოიწყო დიდი სამშენებლო სამუშაოები, ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას. 1819-1820 წწ. იმერეთის აჯანყების დროს იძულებული გახდა რუსეთის მხარეზე დამდგარიყო. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.396; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.493
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |