The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია III დადიანი

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:1533
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ოდიშის ერისთავი 1512-1533 წწ., ლიპარიტ II დადიანის ძე. 1533 წლის იანვარს იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის თაოსნობით მამია III დადიანმა გურიის ერისთავ მამია I გურიელთან ერთად ზღვით ჯიქეთში ილაშქრა. პირველ დღეს მამია III დადიანსა და მის ლაშქარს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და ოდიშის ლაშქარმა ბრძოლის ველი მიატოვა. ამის გამო ქართველები დამარცხდნენ. მამია III დადიანი მოწინააღმდეგებმა ღალატით ხელთ იგდეს და მოკლეს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.396; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.493



გააზიარე: