შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გეიდარ ფალავანდიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის ფაკულტეტი 1963 წელს. 1970 წლიდან მუშაობდა "საქსახწყალპროექტში"; 1980 წლიდან ინსტიტუტის დირექტორად; მისი ხელმძღვანელობით დაამუშავეს ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტები, როგორიცაა "ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა" და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მან შეასრულა როლები ფილმებში: "ალავერდობა" (გურამი, 1962), "ვედრება"(მუცალი, 1967), "ფერისცვალება" (გივი, 1968), "ჯვარცმული კუნძული" (სოსო, 1968), "მთვარის მოტაცება" (თარაშ ემხვარი, 1973); მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი. ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.819; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.541; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.242 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |