Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანასტასია ზაქარიაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი ანგლისტიკის სპეციალობით 1976 წელს, ასპირანტურა ფილოსოფიის სპეციალობით 1984 წელს. 1988–2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის თანამედროვე პრობლემების კვლევის სამეცნიერო ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1988–2002 წლებში ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის დოცენტი, 2002–2006 წლებში ამავე კათედრის პროფესორი, 2006-წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, 2005–2009 წლებში ამავე უნივერსიტეტისტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი, სამსახურის უფროსი. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად იკვლევს პრაქტიკული ფილოსოფიისა და ფილოსოფიის ისტორიის პრობლემებს-ამერიკული ფილოსოფიის, ესთეტიკის, ეთიკის, ბიოეთიკის, ქრისტიანული ეთიკის საკითხებს. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 4 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოსა და 1 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი. მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.323 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |