The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანასტასია ზაქარიაძე

ანასტასია ზაქარიაძე
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი ანგლისტიკის სპეციალობით 1976 წელს, ასპირანტურა ფილოსოფიის სპეციალობით 1984 წელს.

1988–2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის თანამედროვე პრობლემების კვლევის სამეცნიერო ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1988–2002 წლებში ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის დოცენტი, 2002–2006 წლებში ამავე კათედრის პროფესორი, 2006-წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, 2005–2009 წლებში ამავე უნივერსიტეტისტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი, სამსახურის უფროსი. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად იკვლევს პრაქტიკული ფილოსოფიისა და ფილოსოფიის ისტორიის პრობლემებს-ამერიკული ფილოსოფიის, ესთეტიკის, ეთიკის, ბიოეთიკის, ქრისტიანული ეთიკის საკითხებს. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 4 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოსა და 1 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი. მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.323

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - კონსტანცას "ოვიდიუსის" სახელობის უნივერსიტეტის(რუმინეთი) საპატიო პროფესორი(DOCTOR HONORIS CAUSA)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: