The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის აკუნინი

ბორის აკუნინი
Legal name:გრიგორი ჩხარტიშვილი
Other name:ბორის აკუნინი  (Pseudonym)
Date of birth:20 May, 1956  (67 years)
Category:Linguist, Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

1958 წელს ჩხარტიშვილების ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში (რუსეთი) გადავიდა. დაამთავრა მოსკოვის 36-ე ინგლისური სკოლა 1973 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზია-აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. აქვს ისტორიკოს-იაპონიისმცოდნის დიპლომი; თარგმნის მხატვრულ ლიტერატურას ინგილისური და იაპონური ენებიდან რუსულზე; მისი თარგმანით გამოცემულია შემდეგი ავტორების ნაწარმოებები: იუკიო მისიმა, კენძი მარუიამა, მასაჰიკო სიმადა, კობო აბე, ცინიიტი ჰოსი, ტაკეში კაიკო. 1999-2000წწ. მუშაობდა ჟურნალ «Иностранная литература»–ს მთავარი რედაქტორის მოადგილედ; მისი მთავარი რედაქტორობით გამოიცა 20 ტომეული "იაპონური ლიტერატურის ანთოლოგია"; 1998 წლიდან ჩხარტიშვილი ლიტერატურულ შემოქმედებას ეწევა ფსევდონიმით ბორის აკუნინი. იაპონურ სიტყვას აკუნინი (იაპ. 悪人) ქართულში ზუსტი შესატყვისი არ მოეძებნება. დაახლოებით ითარგმნება, როგორც "ავკაცი", "ბოროტი ადამიანი", "ადამიანი რომელიც კანონს არ იცავს". კრიტიკულ და დოკუმენტურ შრომებს აქვეყნებს ნამდვილი სახელითა და გვარით. პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ–დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე.

წყარო: netgazeti.ge

Awards and Honors

  • 2009 - იაპონიის მთავრობის სახელმწიფო პრემია
    რუსეთისა და იაპონიის კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის
  • 2009 - ამომავალი მზის მეოთხე ხარისხის ორდენის კავალერი

Bibliography


Share: