Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ხაჩატურ ყარა–მურზა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ყარასუ–ბაზარ, ყირიმი. ბავშვობაში უკრავდა ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე, შეისწავლიდა მუსიკის თეორიას; 1882–1885წწ. ცხოვრობდა თბილისსა და ბაქოში, სადაც კრებდა და ამუშავებდა სომხურ ხალხურ სიმღერებს(300–ზე მეტი); 1885 წლიდან ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც გუნდის დირიჟორი; სომხურ მსმენელ აუდიტორიას აცნობდა მრავალხმიან მუსიკას, ხალხურ სიმღერებს; ამიერკავკასიაში ჩამოაყალიბა 90–მდე სახალხო გუნდი, ეწეოდა აქტიურ საგანმანათლებლო მოღვაწეობას; მისი გუნდის ცალკეული წევრი ცნობილი პროფესიული მომღერალი დადგა; 1984 წელს თბილისში გამართა კონცერტი, სადაც გუნდი მისი ლოტბარობით ასრულებდა სომხურ ხალხურ სიმღერებს; 1899 წელს კიდევ გამართა კონცერტები თბილისში; თხზულებები: ოპერა "შუშან", სიმღერები, გუნდები, რომანსები, ინსტრუმენტული პიესები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის; მუსიკაზე დაწერილი აქვს მრავალრიცხოვანი საგაზეთო და საჟურნალე კრიტიკული წერილები; სომეხი საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 504
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |