Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ყიფიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბობოყვათი, ქობულეთი. დაამთავრა ქ. ბათუმის ვაჟთა გიმნაზია 1925 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1935 წელს(ვოკალური). 1928–1930წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის მომღერალი, 1935–1938, 1942–1948, 1951–1959წწ. აქვე, წამყვანი სოლისტი(ბარიტონი); 1938–1940წწ. ქ. ლენინგრადის ოპერის სოლისტი, 1940–1942წწ. ქ. მოსკოვის დიდი თეატრის, 1948–1951წწ. ქ. ტაშკენტის ოპერის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: მურმანი, კიაზო(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), მაკარი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"); სხვა რეპერტუარი: ამონასრო(ვერდი "აიდა"), მეფისტოფელი(გუნო "ფაუსტი"), სკარპია(პუჩინი "ტოსკა"), ტონიო(ლეონკავალო "ჯამბაზები"), ესკამილიო(ბიზე "კარმენი"), დემონი(რუბინშტეინი "დემონი"), იგორი(ბოროდინი "თავადი იგორი"), სულეიმანი(იპოლიტოვ–ივანოვი "ღალატი"), ეშმაკი, ტომსკი(ჩაიკოვსკი "ქოშები", "პიკის ქალი"), ტროეკუროვი(ნაპრავნიკი "დუბროვსკი"), ივანე მრისხანე(რიმსკი–კორსაკოვი "მეფის საცოლე"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 507 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |