Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ბოლქვაძე![]()
Biography1987 წლიდან მუშაობა დაიწყო სახელმწიფო ტელევიზიაში ჯერ ლიტერატურულ, შემდეგ კი - თეატრალურ რედაქციაში ასისტენტად. 90-იან წლებში, სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხის დაარსებისთანავე, ამ არხზე ოპერატორად მიიწვიეს. 1993 წლიდან ის იყო საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა "ტაიმ-აუტის" უცვლელი რეჟისორი და ოპერატორი. დაღუპვამდე რამდენიმე ხნით ადრე დაინიშნა მეორე არხის საინფორმაციო რედაქციის მთავარ რეჟისორად. ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს ამერიკულმა სააგენტო WTN-მა იგი სააგენტოს კავკასიის ბიუროს ოპერატორად მიიწვია. ის მივლინებულ იქნა სამოქალაქო ომის გასაშუქებლად დასავლეთ საქართველოში, სადაც 1993 წლის 28 ოქტომბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დახვრიტეს. ქართველი რეჟისორი და ოპერატორი, ტრაგიკულად დაიღუპა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს. წყარო: თავისუფალი ფორუმი: planeta.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.135 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |