The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კულა გლდანელი

კულა გლდანელი
ოფიციალური სახელი:ივანე ყირიმელაშვილი
დაბადების თარიღი:1858
გარდაცვ. თარიღი:1934  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვანქის ეკლესიის ეზო, თბილისი
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გლდანი.

როგორც მოჭიდავემ სახელი გაითქვა თბილისის უბნებში (ორთაჭალა, ფიქრისგორა, დიდუბე, ჩუღურეთი და სხვა). არაერთხელ დაამარცხა იმ დროისათვის ცნობილი ფალავნები, მათ შორის რენელი, თიანელი, ღაღაძე, გონგაძე და სხვები. პირველმა დააარსა თბილისში ეგრეთ წოდებული საჭიდაო წრე, სადაც თავს იყრიდნენ ამიერკავკასიის საუკეთესო ფალავნები. წლების მანძილზე ნესტორ ესებუასთან შეხვედრამდე, კულა გლდანელს საქართველოს დაუმარცხებელი ფალავნის სახელი ჰქონდა. იგი ღონიერი, მარდი და მოქნილი ათლეტი იყო, ქართული ჭიდაობის ნამდვილი ოსტატი. წარმატებით გამოდიოდა ამიერკავკასიისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ ჩემპიონატებში. არაერთი ცნობილი ფალავანი გამოზარდა. 1883 წელს მეგობრების დახმარებით თიანეთში მოაწყო დიდი შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში და შემოსული თანხა მთლიანად ვაჟა-ფშაველას გადასცა, რამაც პოეტს საშუალება მისცა პეტერბურგში წასულიყო სწავლის გასაგრძელებლად. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა გლდანელისა და ნესტორ ესებუას პაექრობა, რასაც აკაკი წერეთელმა უძღვნა პოემა "გლდანელი და ესებუა". ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6. -თბ., 1983. - გვ.63; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.129


გააზიარე: