შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქსენია სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1929 წელს. 1936 წლიდან მუშაობდა უნივერსიტეტთან არსებულ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებაში, 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა ფოლკლორისტიკის კათედრას. იკვლევდა ქართული ფოლკლორის აქტუალურ პრობლემებს: საბავშო ფოლკლორს, საწესჩვეულებო პოეზიას, საგმირო და საისტორიო ზეპირსიტყვიერებას, ფოლკლორულ-ლიტერატურულ ურთიერთობებს და სხვა. ძირითადი ნაშრომები: "ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება" (1949), "ქართველი მწერლები და ხალხური სიტყვიერება" (I, 1956: II, 1966), "ქართული ხალხური საინტერესო სიტყვიერება"( სამ ტომად, 1961, 1964, 1967), "ქართული ხალხური საგმირო პოეზიის საკითხები" (1970), "ქართული ფოლკლორისა და თეორიის საკითხები" (1976) და სხვა. დიდი ამაგი დასდო ფოლკლორულ ნიმუშთა შეკრებასა და გამოცემას. ნაშრომები თარგმნილია რუსულ, უნგრულ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1954). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.414 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |