Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰასან ჰელიმიში![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ორთახოფა, თურქეთის ლაზეთი. 1932 წელს საცხოვრებლად საქართველოში, ქალაქ ბათუმში გადმოვიდა. 1949-1954წწ. როგორც არასანდო, "საეჭვო" პიროვნება, ოჯახთან ერთად გადაასახლეს ციმბირის ქალაქ ვასიუგანში (ტომსკის რაიონი); 1961-1967წწ. პროფესორ სერგი ჯიქიას მიწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქულს ასწავლიდა; მისი ლექსები სხვადასხვა დროს ლაზური ენის მკვლევართა მიერ (არნოლდ ჩიქობავა, სერგი ჯიქია) სხვა ტექსტებთან ერთად გამოქვეყნდა. შედარებით სრული პუბლიკაცია განხორციელდა გამომცემლობა "ინტელექტის" მიერ პროექტ "100 ლექსის" ფარგლებში (ლაზური პოეზია, შემდგენელი თეა კალანდია, 2007 წ.). ჰასან ჰელიმიშის საუკეთესო ნამუშევრები თავიანთი მხატვრულ–გამომსახველობითი ოსტატობით უახლოვდებიან ნიკო ფიროსმანის ნახატებს. მისი ნამუშევრები დაცულია სარფის საშუალო სკოლის საექსპოზიციო დარბაზში, ასევე სხვადასხვა კერძო კოლექციებში. ლაზი მხატვარი, პოეტი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 420 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |