Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ყორღანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მუსიკალური განათლება მიიღო პეტერბურგში, პარიზსა და იტალიაში; გამოდიოდა ევროპის საოპერო სცენებზე, სადაც სხვადასხვა დროს მისი პარტნიორები იყვნენ: მ. ბატისტინი, ა. მაზინი, ი. და ე. რესკე; 1880–იან წლებში და 1899 წლიდან გამოდიოდა პეტერბურგის, მოსკოვის, კიევის, ხარკოვის, ვორონეჟის, თბილისის სცენებზე; მისი საუკეთესო საოპერო პარტიებია: კარმენი, ამნერისი, სანტუცა, ვიოლეტა; პრესა აღნიშნავდა მის ვოკალურ და სასცენო ოსტატობას, ვოკალური ხმის იშვიათ დიაპაზონსა და საშემსრულებლო კულტურას; გამოდიოდა აგრეთვე კამერული რეპერტუარით; 1917 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში, ასწავლიდა პარიზის ს. რახმანინოვის სახელობის კონსერვატორიაში; მოწაფეები: ქ. დერჟინსკაია, ე. კატულსკაია, ა. მატოვა, ო. პიჟოვა; მუსიკოსები იყვნენ მისი ძმები – კომპოზიტორი გ. ო. ყორღანოვი, მომღერლები – კონსტანტინე, ოვანეს, დები – მომღერლები მეცო–სოპრანო, პედაგოგი ნუნე(ნინა დარიალი) და მ. ყორღანოვა(მარია სვეტადე); მისი პარტნიორები: მ. ბატისტინი, ა. მაზინი, ია. და ე. რეშკე, ვ. სტრახოვა, ე. დეკანოვა, ს. ვოლგინი, ვ. ლემინსკაია; სომეხი საოპერო მომღერალი, ლირიკო–დრამატული სოპრანო, მეცო–სოპრანო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 508
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |