The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ჯიმშირაული

ბორის ჯიმშირაული
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1929
გარდაცვ. თარიღი:25 აგვისტო, 2003  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ნ. ნიკოლაძის სახელობის ტექნიკუმი; 1957 წელს - თბილისის სამხატვრო აკადემია.

1957-1963წწ. მუშაობდა კინოსტუდიაში, მულტიპლიკაციის მხატვრად. იმუშავა მულტიპლიკაციურ ფილმებზე: "წუნა და წრუწუნა", "მტრობა", "ჩხიკვთა ქორწილი" და სხვა. პერიოდულად მუშაობდა სამხატვრო ფონდში; იყო ფერწერის პედაგოგი ნ. ნიკოლაძის სახელობის ტექნიკუმსა და სამხატვრო აკადემიაში. 1970-1981 წლებში მუშაობდა ქუთაისში, სამხატვრო ფონდში, ძირითადად, სახელმწიფო შეკვეთებზე. მის მხატვრობაში დიდი ადგილი უჭირავს ხატწერას. 1996-2002წწ. მხატვარი თურქეთში მოღვაწეობდა. დარჩა ბევრი დაუსრულებელი ტილო. შექმნა ისტორიული პირებისა და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები; ავტორია უამრავი ხატისა. შექმნილი აქვს ხატების სერია ქრისტეზე. მისი ხატწერის ნიმუშებია: "წმ. ნიკოლოზი", "წმ. ნინო", "ღვთისმშობელი ყრმით" და სხვ.; შესრულებული აქვს მრავალი ნატურმორტი. 

წყარო: http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/121488/1/Boris_Jimsharauli.pdf


გააზიარე: