Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალენტინა ზახაროვა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დონის როსტოვი, რუსეთი. თეატრალური განათლება მიიღო დონის როსტოვში(1925). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1924 წლიდან. 1924–1936 წლებში მუშაობდა როსტოვის, დონბასის, ტაგანროგის, სტავროპოლის, ვლადიკავკაზის თეატრებში. 1936 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვალენტინა ზახაროვა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, უშუალობით. ასახიერებდა სრულიად სხვადასხვა ხასიათის როლებს: მაშენკა (ა. ოსტროვსკის "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება"); ანია (ს. ნაიდენოვის "ვანიუშინის ოჯახი"), მაშენკა (ა. აფინოგენოვის "მაშენკა"), შურა (კ. სიმონოვის "რუსი ადამიანები"), ბებია (ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან"), ანა (ო. ჩიჯავაძის "თხუნელა") და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.325 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |