The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაქარია (აგულეცი)

Date of birth:26 September, 1630
Date of death:1691  (at 60 years)
Category:Historian

Biography

ზედწოდება "აგულეცი" მიიღო მშობლიურ სოფელ აგულისიდან. 17 წლის ასაკიდან ჩაება სავაჭრო საქმიანობაში, რის წყალობითაც მოიარა ამიერკავკასია, ირანი, ოსმალეთი და დას. ევროპის ქვეყნები. ნანახი და განცდილი აღწერა თავის "დღიურში", რომელიც დღეისათვის ცნობილი მისი ერთადერთი ნაწარმოებია. "დღიური" დაწერილია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, 1647 წლიდან დაწყებული-1691 წლის ჩათვლით. აზიისა და ევროპის ქვეყნებში მისი თანადროული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და კერძო ამბების გადმოცემისას საინტერესო ცნობებს გვაწვდის საქართველოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ცალკეული ფაქტების შესახებ. ეს ცნობები ავსებენ, ზოგჯერ კი აზუსტებენ XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის ცნობილ მოვლენებს. ქართული ისტორიული წყაროებისგან განსხვავებით, ზაქარია აგულეცი ვახტანგ V-ის ხოშკარში გარდაცვალების თარიღად ასახელებს 1676 წელს. მასთან პირველად ვხვდებით ვახტანგ V-ის მოწამვლის ცნობას. ზოგიერთი ახალი დეტალით ავსებს ჩვენს ცოდნას ვახტანგ V-ის სიკვდილის შემდეგ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზეც. საყურადღებოა მისი ცნობა დასავლეთ საქართველოში ოსმალთა სამხედრო ექსპედიციაზე არჩილ II-ის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ზაქარია აგულეცის ცნობები სომხეთში მოღვაწე, შაჰის სამსახურში მყოფი ქართველი ეროვნების მსხვილ და საშუალო მოხელეებზე(ერევნის სახანოს ქართველი მმართველი ზალ-ხანი(1679–1685), ცღნოს ბატონი ფარსადან-ბეგი და სხვ), თბილისის ზარაფხანაზე, 1651 წ. 11 აგვისტოს დიდი წყალდიდობის შესახებ თბილისში და სხვ. სომეხი ვაჭარი და მემატიანე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.325

Bibliography

  • დღიური : საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები (Author). - თბილისი, მეცნიერება, 1979. - 122გვ.

Share: