შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაშა ზედაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1956 წელს. ცეკვა დაიწყო 13 წლისამ ქუთაისში (დ. უშვერიძის ანსამბლი). 1965–1990 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იურისტად. 1948–1953 წლებში ცეკვავდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. 1953–1958 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი–მოცეკვავე. ცეკვავდა მოსკოვში (1957), ი. მოისეევის ანსამბლში, 1958–1963 წლებში საქართველოს ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში. ი. ზედაშიძის ცეკვის მანერა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, ოსტატობით და ცეცხლოვანი ტემპერამენტით. მის მიერ შესრულებული ცეკვებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "ყაზბეგური", "ფარიკაობა", "აჭარული" და სხვ. გამოდიოდა გ. ბერაძესთან ერთად. მიღებული აქვს მსოფლიო ახალგაზრდობის ვარშავის V საერთაშორისო ფესტივალის I პრემია (1958), 1967 - მსოფლიო ახალგაზრდობის მოსკოვის VII საერთაშორისო ფესტივალის ვერცხლის მედალი (1967). გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.334; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.58 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |