The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ციმაკურიძე

ალექსანდრე ციმაკურიძე
Date of birth:5 April, 1882
Date of death:24 May, 1954  (at 72 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი.

1902-1904წწ. სწავლობდა თბილისის ნატიფ ხელოვნებათა წახალისების კავკასიური საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში ბ. ფოგელთან და ოსკარ შმერლიგთან; 1905-1905წწ. მოსკოვში კ. იუონის სტუდიაში და სტროგანოვების ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში; 1906 წელს აქვე განაგრძო სწავლა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვების სკოლაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ნ. კასატკინი, ლ. პასტერნაკი (გამოჩენილი პოეტის მამა) და ა. ვასნეცოვი, რომელიც პეიზაჟის სპეციალუურ კურსს კითხულობდა. ამ უკანასკნელმა დიდი გავლენა იქონია მომავალ ხელოვანზე. 1922 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში, ჯერ მოსე თოიძის სტუდიაში, ხოლო 1930 წლიდან სამხატვრო აკადემიაში. 1945 წლიდან პროფესორი. ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანი თანამედროვე ქართული რეალისტური პეიზაჟური მხატვრობისა. მისი საყვარელი თემა იყო ქართლის პეიზაჟი. მუშაობდა ძირითადად პლენერზე. ჩვეულებრივ გადმოსცემდა ზაფხულის ნათელ შუადღეს. ამასთანავე იყო შესანიშნავი კოლორისტი. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების, თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში. ნამუშევრები: "ქვიშხეთის მიდამოები", "ბორჯომის ხეობის დასაწყისი", "მზიანი დღე", სერია "ძველი თბილისი", "ქართლის ველი" და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 218, თბ., 1987

   

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: