შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგლა ფირცხალავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1950 წელს. 1941-1942წწ. წლებში პოლიტიკური კარიკატურების ბეჭდვა დაიწყო ჟურნალ "ნიანგში", აგრეთვე ფრონტულ ფურცლებში "კომუნისტი" და "ლახვარი"; 1950-1966წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში; 1967 წლიდან - თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1952 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ "კროკოდილში". მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია საღი იუმორი, მაღალპროფესიული ოსტატობა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა მახვილგონივრულმა კარიკატურებმა, მეგობრულმა შარჟებმა ("ყვავილების მოყვარული", 1960; "ბულდოგის შექმნა", "არც ახლა იყიდი იატაკსაწმენდს?!", ორივე 1961; "გაიცანით, ჩემი მეორე ნახევარი", 1954 და სხვა). ავტორია საინტერესო სკულპტურული პორტრეტებისა ("მოჭიდავე დავით ციმაკურიძის პორტრეტი", ბრინჯაო, 1953; "მოჭიდავე გივი კარტოზიას პორტრეტი", ბრინჯაო, 1956; "სტუდენტი გოგონას პოტრტრეტი", ბრინჯაო, 1961), ფერწერული ტილოებისა ("სოხუმი", 1945, "ჩაქვი, ჩაის პლანტაცია", 1945; ა. სალუქვაძის პორტრეტი, 1973 ყველა - მხატვრის კუთვნილება). მისი კარიკატურების კრებულები დაიბეჭდა თბილისსა (1967, 1971) და მოსკოვში (1968, 1982). ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ., 1986.-გვ.332; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |