The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ სევეროვი

ნიკოლოზ სევეროვი
Date of birth:2 March, 1887
Date of death:21 February, 1957  (at 69 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი 1915 წელს.

1918-1948წწ. მუშაობდა თბილისში; 1942 წლიდან ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის განყოფილების გამგე; 1948 წლიდან - კიევში; დიდი ღვაწლი მიუძღვის ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა მეცნიერულ აზომვა-ფიქსაციაში (ნეკრესი, შიომღვიმე, მცხეთის ჯვარი, წრომი, კუმურდო, მარტვილი, ალავერდი, ნიკორწმინდა და სხვა). ნამუშევრები: თბილისში - ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია (1929), ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის სახლი (შემდეგში - საქართველოს კპ. თბილისის კომიტეტი; 1929-1930წწ.); თამარ მეფის ხიდი (ყოფილი ჩელიუსკინელთა); კინოთეატრი "რუსთაველი" და სხვა; ავტორია ნაშრომებისა, რომლებშიც იხილავს ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვან საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ხუროთმოძღვრების მკვლევარი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი (1922-1948).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.826

Member of Organizations

  • რუსეთის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემია, საპატიო წევრი (1939-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1935-1948)
  • ურაინის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემია, ნამდვილი წევრი (1948-1955)

Bibliography


Share: