The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოტო სიმონსონი

ოტო სიმონსონი
Date of birth:1832
Date of death:22 May, 1914  (at 82 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. დრეზდენი, გერმანია.

დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია 1858 წელს.

1858 წელს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიამ მიანიჭა არქიტექტურის აკადემიკოსის წოდება და კავკასიის მეფისნაცვლის მიწვევით გადმოვიდა მის კანცელარიაში შტატგარეშე არქიტექტორად; ორმოცზე მეტი წლის განმავლობაში ეწეოდა ინტენსიურ მუშაობას როგორც დამპროექტებელი: ადგენდა ტიპურ პროექტებს საფოსტო და საინჟინრო უწყებებისათვის, ეკლესიების პროექტებს კავკასიის სხვადასხვა პუნქტისათვის (მათ შორის ყვარლის ციხესიმაგრის, თბილისის კუკიის ეკლესიის და სხვა); XIX საუკუნის მიწურულს ააშენა აბასთუმნის ეკლესია, რომელშიც ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ფორმებია გამოყენებული; 1859 წელს ბარიატინსკის პირადი ბრძანებით შეადგინა ესკიზური პროექტი ალექსანდრეს პლაცზე საზოგადოებრივი ბაღის მოწყობისა; ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი ალექსანდრეს ბაღს (ცხრა აპრილის ბაღი); შეადგინა ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ახალი გალავნის პროექტი; მის სახელთანაა დაკავშირებული მეფისნაცვლის სასახლის ნაწილობრივი (1858-1859), შემდეგ კი მთლიანი რეკონსტრუქცია (მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლე) ინტერიერში განსაკუთრებით გამოირჩევა ე. წ. სარკეებიანი დარბაზი. დასავლეთიდან და სამხრეთიდან სასახლეს ბაღი ეკვრის. ბაღისკენ მიმართულ აივანზე ცნობილი კინოფილმის "ქეთო და კოტე"-ს კადრებია გადაღებული; შეადგინა საზოგადოებრივი და სახელმწიფო დანიშნულების შენობათა პროექტები, შეასრულა დეკორატიული სამუშაოები თბილისის თეატრის შენობაში (1860-1861); მისი პროექტით აშენდა მრავალი საცხოვრებელი სახლი: ი. თამაშევის 1872 (გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე), ი. ზუბალაშვილის 1879 (ახლანდელი ლ. ასათიანის ქუჩაზე) და სხვა; 1909 წლიდან თავი დაანება მუშაობას და გადავიდა რიგაში, სადაც გარდაიცვალა; XIX საუკუნის ბოლო ათეული წლების თვალსაჩინო არქიტექტორთაგანი თბილისში. 

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.830; http://www.geni.com/people/Otto-Simonson/6000000000459565833


Share: