The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის სიჭინავა

ბორის სიჭინავა
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:17 მაისი, 2011  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1965 წელს.

თამაში დაიწყო "ნორჩ დინამოელში"; 1958-1967წწ. იყო თბილისის "დინამოს" მცველი; უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 241 მატჩი (6 გოლი); თამაშობდა როგორც მცველის, ისე ნახევარმცველსა და თავდამსხმელის პოზიციაზე; 1964 წელს დაასახელეს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; გამოირჩეოდა ათლეტიზმით, შრომისუნარიანობით, შემართებით; პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და დინამოს ახალგაზრდულ გუნდს (1994–1995); ფეხბურთელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.832-833; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.450

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისათვის
  • 1978 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • 1964 - სსრკ ჩემპიონი
  • 1959 - სსრკ სპორტის ოსტატი

გააზიარე: