The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიაუში

Date of birth:15??
Date of death:15??
Category:Painter

Biography

XVI საუკუნის ქართველი მხატვარ-მინიატიურისტი. მოღვაწეობდა ირანში, შაჰ-თამაზის კარზე. ჩვენამდე მოაღწია მისმა 2 მინიატიურამ. პირველზე შავარდენია გამოსახული (არშიაზე სპარსული წარწერაა — "სიაუშის ხელობა", ინახება პეტერბურგის მ. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში), მეორე ნადირობის სცენას გამოსახავს (დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში). სიაუშის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის XVI საუკუნის დასასრულისა - XVII საუკუნის დასაწყისის ირანელი ისტორიკოსის ისქანდერ მუნშის თხზულება: "ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია აბასისა".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 320, თბ., 1985; http://ka.wikipedia.org/wiki/სიაუში


Share: