The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ზედგინიძე

Date of birth:25 September, 1911
Date of death:13 March, 1984  (at 72 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჟენევა, შვეიცარია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს.

1931–1932 წლებში მონაწილეობდა ექსპედიციაში ყინულმჭრელ "მალიგინზე". 1932–1934 წლებში იყო ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში არქტიკის შემსწავლელი და კოლიმის მეორე პოლარული ექსპედიციების ექიმი, ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი სამეცნიერო გამოკვლევები, რომლებიც ეხებოდა ჩუკოტკის ერთ-ერთი რაიონის მოსახლეობის სტატისტიკის შესწავლას, პოლარულ ფსიქოზს და ჰაისბეკის დაავადებისა და სურავანდის შერწყმის იშვიათ შემთხვევას. არქტიკაში ყოფნის დროს ასრულებდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დავალებებსაც, აგროვებდა კოლექციებსა და სხვ. გიორგი ზედგინიძე იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. არმიიდან დაბრუნების შემდეგ (1951წლიდან) მუშაობდა თბილისის კურორტოლოგიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალში, სადაც ხელმძღვანელობდა ნევროლოგიურ განყოფილებას და ასრულებდა დირექტორის მოადგილის მოვალეობას სამეცნიერო დარგში. აქ მან შექმნა ბავშვთა პოლიომიელიტის განყოფილება, შეიმუშავა პოლიომიელიტგადატანილ ბავშვთა მკურნალობის მაჩვენებლები და მეთოდიკა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სამუშაო კუნთების პროგრესული დისტროფიისა და ნერვული სისტემის ორგანულ დაავადებათა ბალნეოთერაპიის ხაზით. 1958 წლიდან იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. იკვლევდა ნერვულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიას, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას და ეპილეფსიას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966), ნევროპათოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.336

Awards and Honors

  • 1973 - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: