The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიქაელ მაღლაკელი

Date of birth:11??
Date of death:11??
Category:Painter

Biography

XII საუკუნის I ნახევრის ქართველი მხატვარი. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, იგი სოფელ მაღლაკიდან (ქუთაისთან ახლოს) უნდა ყოფილიყო. მიქაელ მაღლაკელს მოუხატავს ზემო სვანეთის სოფელ მაცხვარიშის ეკლესია. ეკლესიაში შემონახულია რამდენიმე საქტიტორო წარწერა. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ ეკლესია მოიხატა დემეტრე I-ის მეფობის მე-15 წელს, ე. ი. 1140 წელს "ჴელითა მიქაელ მაღლაკელისათა". მაცხვარიშის ეკლესია ერთნავიანი ნაგებობაა. მას თავდაპირველად სამმხრივ გარშემოსავლელი ჰქონდა, ახლა მხოლოდ სამხრეთი ნაწილია დარჩენილი. საკურთხეველში გამოსახულია "ვედრება", მის ქვემო რიგში მოციქულთა ფიგურებია, ნავის კედლები და კამარა ქრისტეს ცხოვრების სცენებს უჭირავს (3 რეგისტრად). განსაკუთრებით საინტერესოა ქვედა რეგისტრი, სადაც გამოსახული არიან სვანეთის კედლის მხატვრობისათვის დამახასიათებელი წმინდა მხედრები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალის გამოსახულება. ჩრდილოეთ კედლის მარცხენა თაღში დემეტრე მეფის ფიგურაა, მეფეს გვირგვინს ადგამს ანგელოზი, ქრისტე კი აკურთხებს, 2 ფეოდალი მას წელზე ხმალს არტყამს. მხატვრულ-სტილისტიკური თვალსაზრისით მიქაელ მაღლაკელის მხატვრობა XI-XII საუკუნეების გარდატეხის ეპოქას განეკუთვნება. არსებითად იგი XI საუკუნის მონუმენტური კედლის მხატვრობის ტრადიციებს აგრძელებს. შენარჩუნებულია ცალკეული კომპოზიციის დიდი ზომა, მხატვარი ფიგურებს მონიმენტური, განზოგადებული ფორმებით გადმოსცემს, მათი მოძრაობა დინჯი და თავდაჭერილია, დგომა მყარი და ბუნებრივი. იგრძნობა შინაგანი დინამიკა, თუმცა ეს უკანასკნელი ხაზგასმული არ არის. ამასთან ერთად საყურადღებოა XII-XIII საუკუნეების დეკორ-მონიმენტური ფერწერის სტილის ნიშნები. მხატვრობა, ერთი მხრივ, ატენის სიონის, მეორე მხრივ კი ყინწვის-ტიმოთესუბან-ბეთანიის მოხატულობის ნიშნებს ამჟღავნებს. კოლორიტის თვალსაზრისით მხატვარი თავდაჭერილია, იყენებს ორი ძირითადი ფერის - რუხისა და მოწითალო ყავისფერის ნიუანსებს. ნახატები გრაფიკულია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 24, თბ., 1984; http://ka.wikipedia.org/wiki/მიქაელ_მაღლაკელი


Share: