The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე სობოლშჩიკოვი

დაბადების თარიღი:1813
გარდაცვ. თარიღი:1874  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ესტონეთი.

დაამთავრა დერპტის(ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1836 წელს. 

მუშაობდა ვიტებსკის მაზრის ექიმად, 1840 წლიდან თბილისში ქალაქის ექიმად, 1850 წლიდან საექიმო სამმართველოს დირექტორად. იყო კავკასიის სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი (1864). ეწეოდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ მუშაობას. ეკუთვნის სამეცნიერო-პოპულარული შრომები: "დარიგებანი მოსახლეობისათვის", "როგორი ცოდნა ესაჭიროება ადამიანს უფრო მეტად" და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.447

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოება, საზოგადოების საპატიო (1866-)

გააზიარე: