The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სოსელია

დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1897
გარდაცვ. თარიღი:13 ივნისი, 1961  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კირცხი, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება 1928 წელს, მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტი 1934 წელს.

1935-1937წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის კათედრის გამგე. ძირითადი ნაშრომებია "რელიგიის წარმოშობა"(ნარკვევები, I-II გამოც., ტფ., 1930-1932), "საბჭოები როგორც პროლეტარიატის დიქტატურის სახელმწიფო ფორმა", (თბ., 1934), "საქართველოს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წყობილება "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით", (სოხ., 1956) და სხვა. იურდიული მეცნიერების დოქტორი (1935), პროფესორი (1936). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.476

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1919-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: