Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზეინაბ ბეგუმი![]()
Biographyზეინაბ ბეგუმი, ანა ხანუმი (XVI საუკუნის II ნახევარი–XVII საუკუნის I ნახევარი), შაჰ-თამაზ I-ის (1524–1576) ასული, დედით–შალიკაშვილი. შაჰ-ისმაილ II-მ (1576–1578) ზეინაბ ბეგუმი ჰერათის მმართველზე ალიყული-ხან შამლუზე დანიშნა, მაგრამ სასიძოს სიკვდილის გამო ქორწინება არ შედგა. ზეინაბ ბეგუმი შაჰ-აბას I-ის მეფობისას (1587–1629) ჰარამხანის უფროსი იყო. ნ. ფალსაფის ცნობით, ზეინაბ ბეგუმი მეფური ჩამომავლობის ქალთაგან ყველაზე მეტად იყო დაახლოებული შაჰთან და სამეფო კარზე დიდი პატივითა და გავლენით სარგებლობდა. ბევრ ისეთ თათბირსა და ლხინში მონაწილეობდა, სადაც მხოლოდ მამაკაცები იკრიბებოდნენ. ირანში მცხოვრები კარმელიტი მისიონერების გადმოცემით, ზეიაბ ბეგუმი დიდი ინტელექტის მქონე, ძალზე დაფასებული ყოფილა შაჰ-აბასის მიერ და მას სამხედრო ლაშქრობებშიც კი თან ახლდა. მან ხელი შეუწყო ირან-ოსმალეთის 1612 წელს საზავო ხელშეკრულების დადებას, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველი დიპლომატი ქალი გულჩარა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.340
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |