Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა შანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. 1932–1936წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1936–1941წწ. მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1932–1936წწ. იყო საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე; 1938–1941წწ. სიმებიანი კვარტეტის წევრი; 1946–1948წწ. თბილისის IV მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი, საქართველოს სიმებიანი ტრიოს წევრი; 1946–1956წწ. საქართველოის რადიოს სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე; 1948–1970წწ. თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი; 1970 წელს თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; 1948–1991წწ. იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1956 წლიდან დოცენტი, 1978 წლიდან პროფესორი, 1970–1980წწ. საორკესტრო ფაკულტეტის დეკანი; 1958 წელს მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადის მონაწილე; მოწაფეები: თ. ბათიაშვილი, ნ. ჟვანია, ა. შანიძე, მ. ქანთარია, რ. ჯანდიერი; თხზულებები: კ. შანიძე "ლაშქრული" ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1949), "ფერხული" სოლო ვიოლონჩელოსათვის (1949), შ. შანიძე სახელმძღვანელო "ქართული სავიოლინო საბავშვო კრებული" (თბილისი 1952); გამოგონება: "ვიოლინოზე დაკვრის ბალიში" (1958); საქართველოში სავიოლინო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოში პირველი მევიოლინეთა პოლიფონიური ანსამბლის დამაარსებელი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატების აღმზრდელი, 35 სამეცნიერო შრომის ავტორი, პროფესორი. მისი ძმები იყვნენ კოტე – ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი, სერგო – მევიოლინე, ვახტანგ – ალტისტი, ყველანი სიმებიანი კვარტეტის წევრები; მევიოლინე, კვარტეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 515 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |