| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო კაჭარავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი 1986 წელს. 1984 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მან მამუკა ცეცხლაძესთან, გია ლორიასა და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "არქივარიუსები". "არქივარიუსების" პირველი გამოფენა გია ლორიას სახლში მოეწყო. ჯგუფის მანიფესტის ავტორი კარლო კაჭარავა იყო; 1986 წელს სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, ერთ პატარა ოთახში ახალგაზრდა მხატვრებმა შექმნეს ავანგარდისტული ჯგუფი, რომელსაც შემდგომში "მეათე სართული" ეწოდა. ეს ჯგუფი უფრო ფართო შემადგენლობის იყო - "არქივარიუსების" გარდა აქ შედიოდნენ სხვა მხატვრებიც; 1987 წელს "მეათე სართულის" ჯგუფი გადავიდა მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში; 1986-1994წწ. მუშაობდა თბილისის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1989 წლიდან იყო ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" რედკოლეგიის წევრი; 1991 წელს მუშაობდა გერმანიაში, კიოლნში ფრანსუაზა ფრიდრიხის გალერეაში; 1989-1994წწ. გაზეთებში "რუბიკონი", "კოლაჟი", "მესამე გზა" სისტემატიურად იბეჭდებოდა მისი ლექსები; ჟურნალ "პოლილოკში" დაიბეჭდა ნაწყვეტი რომანიდან "აზანოვას შესახებ". სიცოცხლეში მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 179-180; ბურუსი: burusi.wordpress.com; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 48-49 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

