The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეგნატე იოსელიანი

Date of birth:1843
Date of death:1926  (at 83 years)
Burial location:დიდუბის პანთიონი, თბილისი
Category:Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქუთაისის მაზრა.

დაიბადა მღვდლის ოჯახში. სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პეტერბურგის სამიწათმოქმედო ინსტიტუტში, რომელიც 1874 წელს დაამთავრა. მეტად ბეჯითი და შრომისმოყვარე ახალგაზრდა საფუძვლიანად დაეუფლა მეცნიერების სხვადასხვა დარგს, განსაკუთრებით ფილოსოფიას და სოციოლოგიას. კარგად იცოდა რამდენიმე უცხო ენა. უნივერსიტეტში სწავლის დროს ე. იოსელიანი აქტიურად ჩაერთო ხალხოსნურ მოძრაობაში. ღრმა განსწავლულობით მან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა სტუდენტთა შორის. 1873-1874 წლებში აქტიური მონაწილეობა მიიღო პეტერბურბურგის კავკასიელთა წრის მუშაობაში. მათ უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. ამ წრიდან გამოსულები შემდგომ აქტიურად მონაწილეობდნენ მოსკოვის, ვლადიმირის, კიევის, თბილისის, ქუთაისის და სხვა გუბერნიების ხალხოსნური წრეების პრაქტიკულ რევოლუციურ მოძრაობაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ  ე. იოსელიანი მ. ყიფიანთან და ი. ქიქოძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა კავკასიის სოციალურ-რევოლუციურ საზოგადოებას. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა თბილისის ახალგაზრდული წრე. მის ირგვლივ შემოკრებილი ახალგაზრდებისგან ე. იოსელიანმა შეადგინა რაზმები, რომელთაც უხვად ურიგებდა რევოლუციურ ლიტერატურას პირადი ბიბლიოთეკიდან, აძლევდა რჩევა-დარიგებას. მის ბინაში ხშირად იმართებოდა თათბირები და კრებები.  მისი ასეთი აქტივობა არ გამორჩენია ხელისუფლებას. 1876 წლის ოქტომბერში  იგი დააპატიმრეს. ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ე. იოსელიანი ორენბურგში  გადაასახლეს, საიდანაც 80-იან წლებში დაბრუნდა. ხალხოსნური მოძრაობის კრახის შემდეგ სხვებთან ერთად ე. იოსელიანმაც განიცადა ევოლუცია და ხელი აიღო საიდუმლო-რევოლუციურ საქმიანობაზე და პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზს თანდათან ჩამოსცილდა. რევოლუციონერ-ხალხოსანი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 204

Member of Organizations

  • კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება, მდივანი (1900-)
  • კავკსიის სოციალურ-რევოლუციური საზოგადოება, თავჯდომარე

Share: