The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იაროსლავ იოსელიანი

იაროსლავ იოსელიანი
Date of birth:23 February, 1912
Date of death:23 March, 1978  (at 66 years)
Burial location:საბურთალოს პანთიონი, თბილისი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლახირი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. 

1938-1939 წლებში მსახურობდა შავი ზღვის ფლოტში წყალქვეშა ნავის შტურმანად, დიდი სამამულო ომის (1945-1945) წლებში იბრძოდა ოდესის, სევასტოპოლის, კავკასიის და საბჭოთა იმერპოლარეთის დასაცავად. მეთაურობდა წყალქვეშა ნავებს, მათ შორის საქართველოს მშრომელთა სახსრებით აგებულ "საბჭოთა სვანეთს" ("ს-17"). ი. იოსელიანის ნავებმა მოწინააღმდეგის 18 გემი ჩაძირა. ომის შემდეგ მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობაზე, ხოლო დემობილიზაციის შემდეგ (1966 წელი) დაბრუნდა საქართველოში და  მუშაობდა პასუხსაგებ საბჭოთა სამუშაოებზე. პირველი რანგის კაპიტანი. დიდი სამამულო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ.204; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.186; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Member of Organizations

  • სსრ კავშირის მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

Awards and Honors

  • 1954 - წითელი დროშის ორდენი
  • 1944 - ნახიმოვის II ხარისხის ორდენი
  • 1944 - წითელი ვარსკვლავის ორდენი, "საბრძოლო მამაცობისთვის"
  • 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • 1944 - წითელი დროშის ორდენი
  • 1944 - ლენინის ორდენი
  • 1943 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1943 - წითელი დროშის ორდენი
  • 1943 - წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: