The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ერნსტ ვერნერ სიმენსი

ერნსტ ვერნერ სიმენსი
Other name:ერნსტ ვერნერ ფონ სიმენსი
Date of birth:13 December, 1816
Date of death:1892  (at 75 years)
Burial location:ქ. ბერლინი, გერმანია.
Category:Businessmen, Inventor, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლენტე, გერმენია.

დაამთავრა ბერლინის საარტილერიო-საინჟინრო სასწავლებელი 1838 წელს, სადაც ოფიცრის წოდების მიღებასთან ერთად დაეუფლა მათემატიკას, ფიზიკას და ქიმიის მეცნიერებებს.

1842 წელს ელექტროტექნიკის დარგში თავისი გამოგონებისათვის პირველი პატენტი მიიღო. ბერლინში დააარსა საიმპერიო ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი და "პატენტების საზოგადოება". სიმენსი დაინტერესდა ახალი სატელეგრაფო აპარატების შექმნით და სატელეგრაფო ხაზების მშენებლობით; 1847 წელს ინჟინერ- მექანიკოს იოჰან გეორგ ჰალსკესთან ერთად ბერლინში გახსნა პატარა საწარმო "სიმენსი და ჰალსკე", რომელშიც შემდეგ მსხვილი საწარმო - ფირმა "სიმენსი" გახდა. გაიყვანა პირველი სატელეფონო ხაზი ბერლინსა და ფრანკფურტს შორის, შემდეგ - ბელგიასა და რუსეთში; 1874 წლიდან კი - ევროპასა და ამერიკას შორის; 1860 წელს მისი თაოსნობით თბილისში გაიხსნა "სიმენსი და ჰალსკეს" წარმომადგენლობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ვერნერის ძმა ვალტერი; 1865 წელს ის საქმიანობის გასაფართოებლად თბილისში ჩამოვიდა; 1870 წლის 11 იანვარს მისი თაოსნობით თბილისში ინდოეთ-ევროპის სატელეგრაფო სადგური გაიხსნა. ამ დროიდან დაიწყო ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სატრანზიტო დეპეშების გაცვლა თბილისზე გავლით. თბილისი საერთაშორისო კავშირის უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა; 1890 წელს ხანდაზმული ე. სიმენსი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მესამედ და უკანასკნელად ჩამოვიდა თბილისში, სადაც მისი ორი ძმა - ვალტერ და ოტო ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ავტობიოგრაფიულ წიგნში "ჩემი მოგონებები", რომელიც გერმანიაში 21-ჯერ გამოიცა, იგი აღწერს თბილისს, მის თავისებურებებს და მას "აზიურ პარიზად" მოიხსენიებს. 

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.829; ბიზნესი და მენეჯმენტი - ჟურნალი ბიზნესისა და მართვის ხელოვნების შესახებ: aaf.ge; სპუტნიკი-საქართველოს ვებგვერდი: sputnik-georgia.com100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ. 241-242

Member of Organizations

  • ბერლინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

Share: