The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ზვიადაძე

მიხეილ ზვიადაძე
Date of birth:22 January, 1935
Date of death:12 September, 2017  (at 82 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1958 წელს.

1962–1966 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში, 1966–1973 წლებში ნახევარგამტარული ხელსაწყოების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1973–1986 და 1998–2009 წლებში ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში. 1986–1998 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. კვლევის ძირითადი სფეროა: მაგნნიტური რეზონანსის თეორია, არაწონასწორული პროცესების თეორია, ელექტროენერგიის გამომმუშავებელი ძრავების თეორია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1991).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.367

Bibliography


Share: