The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ზესაშვილი

Date of birth:1 October, 1922
Date of death:27 January, 2006  (at 83 years)
Category:Geologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1948 წელს.

1947 წლიდან მუშაობდა ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში, იყო წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი და განყოფილების გამგე. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გამოიცა განყოფილების თანამშრომელთა სამეცნიერო სტატიების 4 კრებული, შედგა "კავკასიის იურული ნალექების უნიფიცირებული სტრატიგრაფიული სქემები" (1972–1984), გამოქვეყნდა ინსტიტუტის მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმის 2 კატალოგი (1961, 1984). ვახტანგ ზესაშვილმა შეადგინა მუზეუმის 2 მეგზური რუსულ (1963, 1989) და ინგლისურ (1984) ენებზე, ჩაატარა საკავშირო სამეცნიეო თათბირები: ნამარხი მარჯნების (თბილისი, 1978), კავკასიის ცარცული ნალექების სტრატიგრაფიის (წყალტუბო, 1979), კავკასიის იურული ნალექების სტრატიგრაფიის (კრასნოდარი, 1979), მიკროპალეონტოლოგიის(თბილისი, 1984) საკითხებზე, განსაზღვრა ადრე და შუაიურული ფაუნის 130-მდე კოლექცია. ვახტანგ ზესაშვილი იყო ქართული ენციკლოპედიის მეცნიერ-კონსულტანტი (1998–2000). კავკასიის იურული ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის მკვლევარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.357

Member of Organizations

  • კავკასიის სტრატიგრაფიული კომიტეტის იურული სექცია, თავმჯდომარე (1975-1983)
  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1964-1985)
  • სსრკ სტრატიგრაფიული კომიტეტის იურული კომისია , წევრი (1960-1991)

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს დამსახურებული გეოლოგი

Share: