The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ზერაკიძე

ზურაბ ზერაკიძე
Date of birth:21 July, 1939  (85 years)
Category:Mathematician, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში, 1971 წლიდან–თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, 1980–1989 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათობათა თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრაზე, 1989–2003 წლებში იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე, 2003 წლიდან მუშაობს გორის უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია "მათემატიკური სტატისტიკა" სერიაში "მათემატიკური ენციკლოპედია" (შპრინგერის გამომცემლობა, გერმანია). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.357; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.82; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.27

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: