Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ კაპანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს. 1953 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში; იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი გრაფიკის კათედრის პროფესორი, თეატრის მოღვაწეთა კავშირის სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების მთავარი მხატვარი, გამომცემლობა "ხელოვნების" მთავარი მხატვრული რედაქტორი, წლების მანძილზე მუშაობდა მხატვრად საბავშვო ჟურნალ "დილაში", სადაც ხალისიან, ბავშვებისთვის გასაგებ ილუსტრაციებს ქმნიდა. დაზგური გრაფიკის შესანიშნავი ოსტატი იყო. მის დაზგურ ნაწარმოებთა შორის გამოირჩევა "ბერიკაობა". აქ ეროვნული ფოლკლორული მოტივებია გარდაქმნილი გრაფიკის პირობით ენაზე. ზურაბ კაპანაძის დაზგურ გრაფიკაში მონუმენტალისტის მიდგომა ჩანს. იყო ქართული წიგნის მხატვრული გაფორმებისა და მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ღვაწლმოსილი ოსტატი, რომელმაც საკმაოდ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით იცხოვრა და შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა: 200-მდე გრაფიკულად გაფორმებული წიგნი, მონუმენტურ-დეკორატიული ფორმები, პლაკატები, აფიშები, ბუკლეტები და კალენდრები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5. -თბ., 1980. გვ.375-376 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |