Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ ზვიადაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხაიშო, თიანეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1968 წელს. 1968–1974 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. 1974 წლიდან მუშაობდა მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში. 2006 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე ინსტიტუტის მანქანათა დინამიკის განყოფილებას. 1992 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტზე. 1992–2004 წლებში იყო საქართველოს ეროვნული სოციალურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი. ვიქტორ ზვიადაურის კვლევის სფეროა: ვიბროტექნიკა, მანქანათა დინამიკა, გამოყენებითი მათემატიკა და მექანიკა, წრფივი და არაწრფივი რხევების თეორია, ტრიბოლოგია. გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია. არის 4 გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1996), ინჟინერ-მექანიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.367 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |