Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამუკა თავაქალაშვილი![]()
BiographyXVII საუკუნის ქართველი პოეტი, კალიგრაფი, მხატვარ-მინიატიურისტი. მდივნად იყო იმერეთეის მეფის კარზე. 1634 წელს ტყვედ მოხვდა სამეგრელოში, სადაც ლევან II დადიანის კარზე ეწეოდა ლიტერატურულ და კალიგრაფიულ მუშაობას. 1647 წელს გადაწერა "შაჰნამეს" გაგრძელების ე. წ. "უთრუთიანსაამიანის" ქართული პროზაული ვერსია (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-921, S-1594); გალექსა "ზააქიანი", რისთვისაც გამოიყენა "შაჰნამეს" ქართული პროზაული თარგმანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1646 წელს გადაწერილი ვეფხისტყაოსანი (ხელნაწერთა ინსტიტუტი H-599), რომელიც 39 მინიატიურითაა შემკული. მინიატიურებს ეტყობა ქართული ხალხური ხელოვნების გავლენა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების გარდა, აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის პორტრეტები. თავაქალაშვილი საკმაოდ დახელოვნებული მხატვარია, მისი კალიგრაფია გამოირჩევა ხაზგასმული დეკორაციულობით. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 4.- თბ., 1979.- გვ.562
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |