Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ სკლიფოსოვსკი![]()
Biographyდაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პარალელურად სწავლობდა სხვადასხვა სამხატვრო სახელოსნოში. 1895 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში; 1898-1900წწ. ხატვას ასწავლიდა თბილისის ქალთა I გიმნაზიაში; 1900-1904წწ. - ასწავლიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში; 1905 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბათუმში; 1909 წელს თბილისში დაბრუნდა; ასწავლიდა ქალთა II გიმნაზიაში; 1911 წელს საკუთარი ხარჯებით გახსნა "ხატვისა და ფერწერის კურსები". აქ სწავლობდნენ შემდეგი სახელგანთქმული მხატვრები: ს. ვალიშევსკი, ა. ქუთათელაძე, ი. გამრეკელი, ა. ბაჟბეუქ-მელიქიანი, კ. ზდანევიჩი, ე. ახვლედიანი და სხვა. კურსები დაიხურა I მსოფლიო ომის (1914-1918წწ.) პერიოდში, როცა ის გაიწვიეს მოქმედ არმიაში; თბილისში დაბრუნდა 1918 წელს; 1921 წლამდე ასწავლიდა "ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების სამხატვრო სკოლაში"; 1921-1925წწ. ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში და რკინიგზელთა სკოლაში; 1925 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლენინგრადში(ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი); საქართველოში ყოფნისას აქტიურად მონაწილეობდა ქართველ მხატვართა გამოფენებში; მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, აგრეთვე მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის კერძო კოლექციებში; თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.833; http://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლა_სკლიფოსოვსკი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |